პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: „მე ვიკვლევ“
2.იდეა: სხვადასხვა გზით
წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება
ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და
საკითხის გათვალისწინებით.
3.აქტუალობა: პროექტი საშუალებას
იძლევა მოხდეს ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებებიდან: “რიცხვები და გამოთვლები“,
“მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა“, და ამასთან მოსწავლეს მიეცემა საშუალება დაფიქრდეს რათა ოპტიმალურად გაანაწილოს დრო სწავლასა
და დასვენებისათვის.
4. პროექტის მიზნები: შეძლონ მოგროვებული
მონაცემების ცხრილის ან რომელიმე სახის დიაგრამის შედგენა და პირიქით მოცემული ცხრილის
ან დიაგრამის საშუალებით შეძლონ მონაცემთა ამოკრება გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში
შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
5.მონაწილეთა ასაკი: VII კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ უნდა
შეძლოს რაიმე ფაქტის ან მოვლენის შესაბამისი მონაცემების მოგროვება.მონაცემთა შეკრების
სხვადასხვა ხერხების გამოყენება(გამოკითხვა, გაზომვა, დაკვირვება).თვისობრივი და რაოდენობრივი
მონაცემების ერთმანეთისაგან გარჩევა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფერადი ფანქრები, ფორმატი სახაზავი...
9.
პროექტის მსვლელობა: შეადგინეთ
ცხრილი, სადაც ნაჩვენები იქნება ერთი თვის განმავლობაში თითოეული საგნის მომზადებაზე
ყოველდღიურად დახარჯული დრო.
მიღებული შედეგებით
დაადგინეთ:
·
საშუალოდ რა დროს ანდომებთ ყოველდღიურად გაკვეთილების
მომზადებას;
·
რა დრო გრჩებათ დასვენებისა და გართობისათვის;
·
შეადარეთ თქვენს მიერ მიღებული შედეგები იმ ნიშნებს,
რაც მიღბული გაქვთ შსაბამის საგნებში და გამოიტანეთ გონივრული დასკვნა;
·
შეადარეთ თქვენი შედეგები თანაკლასელების მიერ მიღებულ
შედეგებს გაანალიზეთ და გამოიტანეთ მართებული დასკვნა.
·
ააგონ წრიული
დიაგრამა, რომელიც გამოსახავს სამეცადინოდ გამოყოფილი დროის განაწილებას თითოეული საგნის
მომზადებაზე.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VII.14.მოსწავლეს
შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: მარინე მერაბიშვილ
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marinemerabishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment