Wednesday, December 5, 2012

„მე ვიკვლევ“


პროექტი
            1.პროექტის სახელწოდება:  „მე ვიკვლევ“
2.იდეა:  სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით.
3.აქტუალობა:  პროექტი საშუალებას იძლევა მოხდეს ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებებიდან: “რიცხვები და გამოთვლები“, “მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა“, და ამასთან მოსწავლეს მიეცემა საშუალება  დაფიქრდეს რათა ოპტიმალურად გაანაწილოს დრო სწავლასა და დასვენებისათვის.
       4.  პროექტის მიზნები:  შეძლონ მოგროვებული მონაცემების ცხრილის ან რომელიმე სახის დიაგრამის შედგენა და პირიქით მოცემული ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით შეძლონ მონაცემთა ამოკრება გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი     დასკვნების გამოტანა.
 5.მონაწილეთა ასაკი: VII კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ უნდა შეძლოს რაიმე ფაქტის ან მოვლენის შესაბამისი მონაცემების მოგროვება.მონაცემთა შეკრების სხვადასხვა ხერხების გამოყენება(გამოკითხვა, გაზომვა, დაკვირვება).თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ერთმანეთისაგან გარჩევა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ფერადი ფანქრები,  ფორმატი სახაზავი...
9. პროექტის მსვლელობა:  შეადგინეთ ცხრილი, სადაც ნაჩვენები იქნება ერთი თვის განმავლობაში თითოეული საგნის მომზადებაზე ყოველდღიურად დახარჯული დრო.
მიღებული შედეგებით დაადგინეთ:
·         საშუალოდ რა დროს ანდომებთ ყოველდღიურად თითოეული საგნის  მომზადებას;
·         საშუალოდ რა დროს ანდომებთ ყოველდღიურად გაკვეთილების მომზადებას;
·         რა დრო გრჩებათ დასვენებისა და გართობისათვის;
·         შეადარეთ თქვენს მიერ მიღებული შედეგები იმ ნიშნებს, რაც მიღბული გაქვთ შსაბამის საგნებში და გამოიტანეთ გონივრული დასკვნა;
·         შეადარეთ თქვენი შედეგები თანაკლასელების მიერ მიღებულ შედეგებს გაანალიზეთ და გამოიტანეთ მართებული დასკვნა.
·         ააგონ  წრიული დიაგრამა, რომელიც გამოსახავს სამეცადინოდ გამოყოფილი დროის განაწილებას თითოეული საგნის მომზადებაზე.
               10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: VII.14.მოსწავლეს შეუძლია დასმული  ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინე მერაბიშვილ
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  marinemerabishvili@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  marinemerabishvili.blogspot.com



Friday, November 30, 2012

ჩემი ავტობიოგრაფია

მე მარინე მერაბიშვილი დავიბადე 1975 წლის 23 ოქტომბერს.1992 წელს დავამთავრე კასპის #4 საჯარო სკოლა.იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათემატიკის სოეციალობაზე.1997 წელს   დავამთავრე და დავიწყე მუშაობა კადეტთა კორპუსში  მათემატიკის მასწავლებლად.2000 წელს გავაგრძელე მუშაობა #1 საღამოს სკოლაში,ამჟამად ვმუშაობ 138-ე საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.2005 წელს გავთხოვდი მყავს მეუღლე და ერთი შვილი სწავლობს 138-ე საჯარო სკოლის პირველ კლასში.მყავს ერთი და ტყუპისცალი ნინო და ორი დისშვილი დათო და რუსუდანი.